logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

სეს-მა იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სეს-მა იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა

1790854136

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ  არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. 

ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა N19) და ნ. ქ. (მისამართი: წყალტუბო,სოფელი მაღლაკი მე-3 ქუჩა N72)  კუთვნილი ობიექტების  ინსპექტირების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები  გამოვლინდა. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორები  სურსათს (მაწონი, ყველი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და  ბიზნესოპერატორებს  სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.

გამოგვყევით