logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ანასეულის ბაზაზე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ანასეულის ბაზაზე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

1783935280

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზაზე ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლობით ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ანასეულის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა იოსებ ბასილიამ დამსწრე საზოგადოებას ანასეულის ცენტრის საქმიანობა, კვლევითი მიმართულებები, თანამედროვე ლაბორატორიული შესაძლებლობები და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები გააცნეს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა და ლაბორატორიის წარმომადგენლებმა ფერმერებისთვის ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში აქტუალურ საკითხებზე თემატური მოხსენებები წარადგინეს.

შეხვედრი ფარგლებში შპს „ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეულსა“ და სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, ინფორმაციის გაცვლის, საერთაშორისო პროექტებში თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით კვლევების განხორციელებას ითვალისწინებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ანასეულის ლაბორატორიული კომპლექსი დაათვალიერეს, გაეცნენ ცენტრში მიმდინარე კვლევით საქმიანობასა და თანამედროვე ლაბორატორიულ შესაძლებლობებს.

ღონისძიებას გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, გურიის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აგრარული სფეროს სპეციალისტები და ფერმერები ესწრებოდნენ.

გამოგვყევით