logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

107 წელი ქართული ბონის მიმოქცევაში შესვლიდან

107 წელი ქართული ბონის მიმოქცევაში შესვლიდან

1783773486

107 წელი ქართული ბონის მიმოქცევაში შესვლიდან, -ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს. 

„დადგა დრო საკუთარი ფულის ნიშნის აუცილებლობის შესახებ“, - ამბობდა სდრ-ის ფინანსთა მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი. მართლაც, 1919 წლის 11 ივლისს მიმოქცევაში შევიდა პირველი ეროვნული ფულის ერთეული ქართული ბონი,  რომელიც 1919-1921 წლებში დროებითი გადახდის საშუალებას წარმოადგენდა.

107 წლის წინ დაბეჭდილი ქართული ბონი სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი იყო. ესკიზები მხატვრებმა - იოსებ შარლემანმა, ჰენრიხ ჰრინევსკიმ და დიმიტრი შევარდნაძემ შეიმუშავეს. თითოეულ მათგანზე გამოსახულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და ინიციალები "სდრ","-ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით