logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

BOG Asset Management-მა ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე საინვესტიციო ფონდები წარადგინა

BOG Asset Management-მა ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე საინვესტიციო ფონდები წარადგინა

1783690818

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივა - ინდექსები და ბირჟაზე ვაჭრობადი საინვესტიციო ფონდები” - BOG Asset Management-მა კომპანიის მიერ მართული საინვესტიციო ფონდები და განვითარების ხედვა წარადგინა.

ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბანკის, საპენსიო სააგენტოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, საბანკო სექტორისა და აქტივების მართვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

BOG Asset Management-ის ხელმძღვანელი, ნიკა მეგუთნიშვილი ასევე მონაწილეობდა ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ინდექსებზე დაფუძნებული საინვესტიციო პროდუქტების განვითარების პერსპექტივებზე და ფინანსური სექტორის მონაწილეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მათ შორის, სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსის მეშევეობით ETF-ის გამოშვების მნიშვნელობაზე.

BOG Asset Management ლიცენზირებული აქტივების მართვის კომპანიაა, რომელიც ინვესტორებს გრძელვადიანი ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება მათ ინტერესებზე მორგებული საინვესტიციო სტრატეგიებისა და პროდუქტების მეშვეობით.

დღეს BOG Asset Management არაერთ ფონდს, მათ შორის კერძო საპენსიო ფონდს მართავს. თითოეული მათგანი განსხვავებულ საინვესტიციო მიზანს, რისკ-პროფილსა და შემოსავლის მოლოდინს ეფუძნება, რაც ინვესტორებს საკუთარი საჭიროებების შესაბამისი გადაწყვეტის არჩევის შესაძლებლობას აძლევს.

BOG Asset Management აგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული საინვესტიციო პროდუქტების განვითარებას, რომელიც მომხმარებელთა უფრო ფართო წრისთვის გახდება ხელმისაწვდომი და გააჩენს დანაზოგების მართვის უნიკალურ შესაძლებლობებს.

გამოგვყევით