logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ბოლო პერიოდში, 4000 ჰა-ზე მეტი ნუშის და 3000 ჰა-ზე მეტი კაკლის ბაღის გაშენება დაფინანსდა

კაკლოვანი კულტურები იმ ტოპ კულტურებს შორისაა, რომელთა გაშენებაც ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებულია. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, სახელმწიფოს ხელშეწყობით უკვე 4000 ჰექტარზე მეტი ნუშის და 3 000 ჰექტარზე მეტი კაკლის ბაღის გაშენებაა  დაფინანსებული.

„მათი დიდი ნაწილი უკვე მსხმოიარობაშია შესული. ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტ პირველადი წარმოების კაკლოვან პროდუქციას აწარმოებენ ფერმერები. ამან გაზარდა მოთხოვნა შემნახველ და გადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე, რასაც ჩვენი პროგრამების მეშვეობით ვაფინანსებთ და ასევე ხელს ვუწყობთ როგორც პირველადი ისე გადამუშავებული პროდუქციის გატანას ექსპორტზე.“-აღნიშნა დავით წითლიძემ.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი თანამედროვე და კარგი ბაღი გაშენდა საქართველოში და ფერმერებმა შეიძინეს გამოცდილება და ცოდნა ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისთვის.

"ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ დიდია პოტენციალი იმისთვის რომ ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტი  ვაწარმოოთ. რომელიც გაუწევს კონკურენციას საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილ პროდუქტს.“-აღნიშნა დავით წითლიძემ.

ცნობისთვის, 2023 წელს ნუშის ექსპორტისგან ქვეყანამ 3.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტზე 800 ტონა ნუში გავიდა.   რაც შეეხება კაკალს, 2023 წელს 570 ათასი დოლარის  ღირებულების 114 ტონა კაკალი გავიდა ექსპორტზე.

გამოგვყევით