საქართველოში ზეთისხილის პლანტაციები უკვე 3700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. ზეთისხილის კომერციული ბაღების დიდი ნაწილი სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის, დანერგე მომავლის ფარგლებში გაშენდა.
სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის ჩათვლით თანადაფინანსებამ 25.7 მლნ ლარს გადააჭარბა. ზეთისხილის კულტურის მხარდაჭერა ახალი აგროთანადაფინანსების პროგრამის ფარგლებშიც გრძელდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სააგენტოში შეიტანონ განაცხადი და შედეგად, მიიღონ 50%-იანი თანადაფინანსება, არაუმეტეს 2 მლნ ლარის ფარგლებში.
„აქტიურად ვაგრძელებთ იმ ბიზნესების მხარდაჭერას, რომელიც ამ სფეროში საქმიანობენ, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის აბსოლუტურად ყველა კომპონენტში აქვთ ზეთისხილის მწარმოებლებს სრული მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ დადგენილია რეგიონები, სადაც შესაძლებელია ზეთისხილის კულტურა გაშენდეს. ამ მიმართულებით კახეთი ლიდერობს.“- აღნიშნა გიორგი ავალიანმა.