logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

Agronnect-ი სან-ფრანცისკოში, world agri-tech სამიტში მიიღებს მონაწილეობას

19-20 მარტს, სან-ფრანცისკოში world agri-tech სამიტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას Agronnect-ი  მიიღებს. ამის შესახებ Agronnect-ის დამფუძნებელმა ვალერი ამირანაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სამიტზე სულ 27 „აგრიტექ სტარტაპი“ შეირჩა.

ეს ყველაზე მასშტაბური „აგრიტექ სამიტია“ მსოფლიოში სადაც 60-ზე მეტი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ სამიტზე სულ 27 „აგრიტექ სტარტაპი“ შეირჩა, რომელთაც უფლება მიეცათ ჰქონდეთ თავიანთი სტენდი და მოახდინონ თავისი სტარტაპის წარმოჩენა ინვესტორების და vc ფონდების წარმომადგენლებთან. სწორედ ამ 27 კომპანიისგან ერთ-ერთი არის „აგრონექტი“ და უკვე ამ ფაქტით ძალიან ამაყები ვართ“, - განაცხადა ვალერი ამირანაშვილმა.

Agronnect არის ინოვაციური აგრიტექ პლატფორმა, სადაც ფერმერები უკავშირდებიან მსოფლიოს ტოპ სპეციალისტებს, ონლაინ კონსულტაციისთვის. ცნობისთვის, პლატფორმა 2023 წელს გაეშვა.

გამოგვყევით