logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ლაშა პაპაშვილი სასტუმროს "სამზეო ყვარელში" სექტემბერში გახსნის

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი სასტუმრო "სამზეო ყვარელში" სექტემბერში გახსნის.  

როგორც პაპაშვილმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, სასტუმრო 67 ნომრიანია,  კომპლექსის ნაწილი იქნება რესტორანიც. სამომავლოდ, დაგეგმილია შატოს მშენებლობაც.  ჯამში, კომპლექსში $10 მილიონის ინვესტიცია ხორციელდება.

"მოლოდინი კარგი გვაქვს, მთელი მსოფლიოდან იქნებიან სტუმრები. რაც შეეხება კადრს, სასტუმროს თანამშრომლების შერჩევა ახლა მიმდინარეობს, ჩვენთან უხარიათ მუშაობა, ამიტომ ამ მხრივ დეფიციტი და პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ ვუვლით თანამშრომლებს, ამიტომ მოდიან,"-აცხადებს ლაშა პაპაშვილი. 

ლაშა პაპაშვილი წლებია ყვარელში საკუთარ ვენახს ფლობს, რომელიც 45 ჰექტარზეა განთავსებული და როგორც ბიზნესმენი განმარტავს, საერთაშორისო, პრემიუმ კლასის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, რაც ჰექტარზე მოსავლიანობითა და სხვადასხვა პარამეტრებით განისაზღვრება, ღვინოსაც, სწორედ იქ მოწეული მოსავლით ამზადებს.

შპს "ყვარლის მარანის" ღვინოები  მხოლოდ საქართველოში იყიდება, ეს არის პრემიუმ საფასო სეგმენტის პროდუქტი. კომპანია 4 სახეობის ღვინოს აწარმოებს: საფერავს,  რქაწითელს, ქისს და ხიხვს.

გამოგვყევით