logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ზამთრის კურორტებზე მეტ-ნაკლებად კარგი მაჩვენებლები გვაქვს, თუმცა დედაქალაქს უჭირს - მაია მახათაძე

ზამთრის კურორტებისთვის ყველაზე პიკური პერიოდია და შესაბამისად, მეტ-ნაკლებად კარგი მაჩვენებლები გვაქვს, თუმცა დედაქალაქს უჭირს, - ამის შესახებ სტუმართმასპინძლობის კომპანია "რადარის" გენერალურმა დირექტორმა მაია მახათაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისი თქმით, სასტუმროებისთვის უდიდესი შემოსავლის წყარო, ახალი წლის პერიოდში კორპორატიული ღონისძიებებია, რომელიც წელს თითქმის ყველა კომპანიამ გააუქმა.

"ახალი წლის პერიოდის შემდეგ, სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული სასტუმროების გარდა, ყოველთვის  ყველას დაბალი სეზონი გვაქვს. მიმდინარე წელს კი, ცოტა მძიმე მემკვიდრეობა გადმოგვყვა 2024 წლიდან. ყველამ ვიცით მოვლენების განვითარება, რომელიც პირდაპირ აისახა სასტუმრო სეგმენტზე. 

თბილისში ორი მოცემულობა გვაქვს  - ერთი, როდესაც კორპორატიული სეზონი იხურება, ანუ ნოემბერ-დეკემბერში ხდება წლის შეჯამება კომპანიების მიერ, რომელსაც მოჰყვება როგორც განთავსების მომსახურება, ისე ღონისძიებების ორგანიზება და ეს არ არის მცირე შემოსავალი, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი წლის პერიოდში ასეთი ტიპის ღონისძიებები მაღალ შემოსავლიანია. ჩვენ ნოემეერ-დეკემბერში ეს მონაცემები არ გვქონდა დედაქალაქში, რადგან კორპორატიული ღონისძიებები თითქმის ყველა კომპანიამ გააუქმა. გარდა ამისა, არის  მეორე მოცემულობაც, როდესაც მსგავსი ტიპის ღონისძიებებს კომპანია წლის დასაწყისში გეგმავს ხოლმე. შესაბამისად, ვიტოვებთ იმედს, რომ თუკი ოდნავ მაინც გამოსწორდა ტურიზმში ხასიათი, ჩვენ კვლავ მივიღოთ ასეთი ტიპის ღონისძიებები და შემოსავლები", - აცხადებს მაია მახათაძე.  

გამოგვყევით