logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეებად ლევან ზაუტაშვილი და ზაზა კვიციანი დაინიშნენ

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეებად ლევან ზაუტაშვილი და ზაზა კვიციანი დაინიშნენ

1745604216

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ  ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას ზაზა კვიციანი დაიკავებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ.

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაცის შედეგად  ორი სამინისტრო - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩამოყალიბდა. რეგიონული განვითარების მინისტრის პოზიცია კახა გულედანმა, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა რევაზ სოხაძემ დაიკავა.

გამოგვყევით