logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

''გრძელვადიან პერსპექტივაში დავიწყებთ შიდა ბაზარზე გაყიდვებს და ექსპორტსაც გავაფართოებთ''  - იაგო ბიტარიშვილი

''გრძელვადიან პერსპექტივაში დავიწყებთ შიდა ბაზარზე გაყიდვებს და ექსპორტსაც გავაფართოებთ''  - იაგო ბიტარიშვილი

1718008077

ბიომეღვინეობა ‘’იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, დაახლოებით 2-3 წელიწადში წარმოების ზრდას შეძლებს და გაყიდვებს გაზრდის. გაფართოების პროექტზე მუშაობა მეღვინემ დაახლოებით  2023 წელს დაიწყო და ვენახის მოცულობა 2,5-დან 4 ჰექტარამდე გაზარდა.

იაგო ბიტარიშვილის ინფორმაციით, ახალი ვენახის მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ წლიურად 12 000-მდე ბოთლის წარმოებას შეძლებს. ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 7 000 ბოთლია.

‘’იაგოს ღვინოს’’ ბრენდით  ბიო ღვინო ერთი კონკრეტული ყურძნის ჯიშისგან - ჩინურისგან იწარმოება და 100%-ით ექსპორტზე გადის.

ბრენდი გაყიდვაშია 11-მდე ქვეყანაში, როგორიცაა  იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, დანია, გერმანია ,ესპანეთი, იაპონია, ჩინეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და აშშ. აღნიშნულ ბაზრებს სამომავლოდ ნორვეგია შეემატება, რაზეც მოლაპარაკება უფრო ადრე დაიწყო, თუმცა წარმოების სიმცირის გამო ექსპორტი ამ მიმართულებით ვერ განხორციელდა.

,,ევროპის ბაზარზე ნატურალურ ღვინოზე მოთხოვნა იმდენად გაზრდილია, რომ ბაზრის დაკმაყოფილება ნამდვილად არის პრობლემა. ბოლო პერიოდში აზიიის მიმართულებაც გააქტიურდა და პოტენციალი აქაც დიდია. წარმოების ზრდა სწორედ საექსპორტო არეალის გაფართოებაზე იქნება მიმართული. ნორვეგიაში ექსპორტის დაწყება გადაწყვეტილი გვაქვს, დანარჩენს ტენდენცია აჩვენებს. ჩვენთვის საინტერესოა ყველა ბაზარი, სადაც პრემიუმ ხარისხის ღვინო პოპულარულია“, - აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, სამომავლოდ ‘’იაგოს ღვინო“ ძირითადად ბუტიკურ მაღაზიებში გაიყიდება.

ცნობისთვის, იაგო ბიტარიშვილს ვენახი მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში აქვს გაშენებული. ვენახი ბიომეურნეობაა, რადგან იქ ქიმიურ სასუქებს და შხამქიმიკატებს არ იყენებენ.  ღვინო ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში მზადდება. 

მარი ჩიტაია 

გამოგვყევით