logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ჩვენი სავალუტო ბაზარი სტაბილურია, ლარი ტრადიციულად, როგორც ზაფხულში ახასიათებს, მყარდება" - ნათია თურნავა

ჩვენი სავალუტო ბაზარი სტაბილურია, ლარი ტრადიციულად, როგორც ზაფხულში ახასიათებს, მყარდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წინა წელს საშუალო ინფლაცია  1,1% იყო, წელს აღნიშნული მაჩვენებელი კვლავ დაბალია და სხვა პარამეტრებიც არის პოზიტიური.

"საინვესტიციო ფონდები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას, როდესაც ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება იქნება. ძირითადად ეს არის პორტფელური ინვესტიციები, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტიურობენ. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს მარტივად რომ ვთარგმნოთ ნიშნავს იმას, რომ მეტი სავალუტო შემოდინება იქნება ქვეყანაში. ჩვენ ვაკვირდებით რამდენად არის ამ კუთხით გაუმჯობესებული ვითარება, სტაბილურია ჩვენი სავალუტო ბაზარი, ლარი ტრადიციულად როგორც ზაფხულში ახასიათებს მყარდება და ერთ ერთი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ინვესტიციებია. ისევ და ისევ ვამბობ, რომ უყურებენ ისინი, რომ მთელი ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომისა, მიუხედავად სხვა გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, მიუხედავად ბევრი ფაქტორისა საქართველოში ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია.

მარტის ბოლო მონაცემი გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ მარტში მშპ 9%-ით გაზრდილია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი წლევანდელი პროგნოზი გაცილებით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩვენ მანამდე ვარაუდობდით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ხოლო ინფლაცია კვლავაც არის მიზნობრივის ირგვლივ, ანუ არ არის მაღალი. წინა წელს საშუალო ინფლაცია იყო 1,1%, წელს არის მიახლოებული მიზნობრივთან, კვლავ დაბალია ინფლაცია და სხვა პარამეტრებიც არის პოზიტიური", - აცხადებს ნათია თურნავა.

გამოგვყევით