ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მომენტში სადაც ვართ, ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია და მიკრო ბანკად გადაკეთებას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ "რიკო ექსპრესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა ნიკოლაიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე თქმით, კომპანია გარდაქმნის და განვითარების ეტაპზეა და ძალიან მალე "რიკო კრედიტი" მომხმარებლებს Mastercard-ის ბარათებს შესთავაზებს.
"ვცდილობთ, გადავიდეთ დიგიტალიზაციისკენ და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განვვითარდეთ. ასევე, სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს მომხმარებლებისთვის, რომ ჩვენ ბარათების გამოშვება დავიწყეთ და მომავალში მათ უფასო Mastercard-ის ბარათებს შევთავაზებთ. ასევე, დასრულებულია Mobile ბანკის პროექტიც და 70-ივე ფილიალში ბანკომატია ინსტალირებული", - აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ დღეს ბაზარზე 29 მიკროსაფინანსო ორაგანიზაციაა, რომელთაც ბანკებთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დაფინანსებაში და განსხვავებული სერვისების მიწოდებაში.