logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სილქ ბანკმა კაპიტალი გაზარდა

"სილქ ბანკმა" გაცხადებული კაპიტალი სრულად გაანაღდა. ბანკის მენეჯმენტის ინფორმაციით, მოცულობა, 9,8 მლნ ლარით, 98,000 აქციის ემისიის გზით გაზარდა.

პირველი მარტის მდგომარეობით, ბანკის საზედამხედველო კაპიტალი 55.8 მლნ ლარია. სააქციო კაპიტალი 72,7 მლნ ლარს აღემატება. ზარალი 1.3 მლნ ლარამდეა.

ბოლო წლების ნეგატიურ ტრენდს მენეჯმენტი  აქციონერთა სტრუქტურიდან BTA ბანკის (ყაზახეთი) გასვლას უკავშირებს. ბანკი რამდენიმე წელია ზარალზეა და თუ ასე გააგრძელებს იძულებული გახდება საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კიდევ მოიზიდოს რესურსი.

ხარჯების ზრდა ახალი პროექტების დაფინანსებით არის განპირობებული. ბანკი ციფრული ტრანსფორმაციის რეჟიმშია.

პირველი მარტის მდგომარეობით, სილქ ბანკის დეპოზიტების პორტფელი 108 მლნ ლარია. აქედან ფიზიკური პირების ანაბრებზე 37 მლნ ლარი მოდის.                      

2m.2024      ₾   01.2024      ₾    
აქტივები  170 200 000 173 828 300  
სესხები   65 288 000   60 220 140   
მ.შ. საცალო    16 803 870   16 057 587  
დეპოზიტები  108 080 000 104 722 770  
სააქციო კაპიტალი   72 746 400   57 616 000  
წმინდა მოგება(ზარალი)     1 297 392  (408 051)  
 ₾₾₾₾₾₾₾₾ ₾₾₾₾ ₾₾₾₾₾  
წყარო:კომერციული ბანკი  /ანგარიშგება IFRS-ით/

  

გამოგვყევით