logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგების 6 პროგრამა აკრედიტაციას გადის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგების 6 პროგრამა აკრედიტაციას გადის და სტუდენტები ამ პროგრამებზე სწავლას უფასოდ შეძლებენ. ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ  „ბიზნესპარტნიორის“  ღამის ეთერში საუბრისას განაცხადა. აკადემიკოსის თქმით, აღნიშნული დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, რა თანხების მობილიზებაც უკვე მოხდა. 

„მოგეხსენებათ, უცხოური პროგრამების აკრედიტაცია ძალიან ძვირი ჯდება. საინჟინრო ტექნოლოგიურ დარგებში არის ამერიკის ტექნოლოგიური აკრედიტაციის ცენტრი ამეტი, რომლის პროგრამის მიღება ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ჩვენ უკვე გვექნება საინჟინრო ტექნოლოგიური დარგებში -  ინფორმატიკაში სამშენებლო, სამოქალაქო მშენებლობაში, ენერგეტიკაში 6 პროგრამა, რომლებზეც სტუდენტებს მთელ მსოფლიოში უწევთ არანაკლებ 50 000 დოლარის წლიური გადასახადის გადახდა. სხვანაირად ისინი ამ პროგრამებზე ვერ სწავლობენ. დედამიწის ზურგზე სულ 180 000 სტუდენტს შეუძლია ამ პროგრამებზე სწავლა. ხოლო ჩვენ, პრემიერის და მინისტრის დახმარებით მივაღწიეთ ამ საჭირო თანხების მობილიზაციას, რომ ამ პროგრამების აკრედიტაცია გავიაროთ და გავლილი გვაქვს ნაწილობრივად, რომ ამ ბავშვებმა ისწავლონ უფასოდ ამ პროგრამებზე“, - განაცხადა დავით გურგენიძემ

გამოგვყევით