logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელს რაიმუნდ იელეს შეხვდა

დავით სონღულაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელს რაიმუნდ იელეს შეხვდა

1769589525

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში, რაიმუნდ იელეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მიწის კონსოლიდაციის, კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობის, საძოვრების ეფექტიანი მართვის, ღვინის, სატყეო სექტორის და აკვაკულტურის განვითარების მხარდაჭერის  საკითხებს.

დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას და ხაზი გაუსვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში FAO-სთან თანამშრომლობის  მნიშვნელობას.

რაიმუნდ იელეს განცხადებით, FAO-ს საქართველოსთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს; შესაბამისად, FAO  მომავალშიც გააგრძელებს საქართველოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორის  განვითარების მხარდაჭერას.

შეხვედრას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოში წარმომადგენლის მოადგილე მამუკა მესხი და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის  დეპარტამენტის უფროსი ესწრებოდნენ.

გამოგვყევით