logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სეს-მა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სეს-მა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

1780392394

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ფ/პ მ. დ (სამტრედია, დიდგორის მე-3 შეს #9) და ფ/პ ა. ღ (სამტრედია, დიდგორის ქ.140) საქმიანობდნენ ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე;  ორივე ობიექტზე დაფიქსირდა ასევე კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ფიზიკური პირები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

ინსპექტირებისას აღმოჩენილი მავნე სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს არალეგალური საწარმოების გამოვლენას და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.

გამოგვყევით