"ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის" პრეზიდენტის ვახტანგ ბეჟიტაშვილის განცხადებით, ნებისმიერი ბიზნესის სურვილია, მაღალი საფასო სეგმენტის ბაზარზე მოხდეს რაც შეიძლება მეტი პროდუქციის რეალიზება.
თუმცა, ვახტანგ ბეჟიტაშვილი აქვე ამბობს, რომ ეს მარტივი არ არის.
"პროდუქციის ხარისხი და მოცულობები არ გვიწყობს ხელს, რომ მაღალი სეგმენტის ბაზარზე გავიდეთ. როდესაც იქ შედიხარ, მათ სჭირდებათ სტაბილური მიწოდება. ჩვენ პროდუქციის ის რაოდენობა არ გაგვაჩნია, რომ მათ გრძელვადიანი კონტრაქტები დავუდოთ, არც შესაბამისი შესანახი სისტემები და სამაცივრე მეურნეობები არსებობს იმ რაოდენობით, რომელიც ამ სიტუაციას სჭირდება, თუმცა ეს ყველაფერი თანდათან კეთდება და გარკვეულ დონემდეც მისულები ვართ", - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.