logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ლაშა პაპაშვილი "სამზეოს" ბრენდის სასტუმროს გახსნას აბასთუმანშიც გეგმავს

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი სასტუმრო "სამზეოს"  გახსნას აბასთუმანშიც გეგმავს.  როგორც პაპაშვილმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა,სასტუმრო 85 ნომრიანი იქნება. 

მისი ინფორმაციით, სასტუმროს გახსნა 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისშია დაგეგმილი, ჯამური ინვესტიციის ოდენობა კი 15 მილიონი დოლარი იქნება. ბიზნესმენის ინფორმაციით, ამ დროისთვის ობიექტის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, "სამზეოს" ბრენდის სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს თუშეთში, სექტემბერში აღნიშნული ბრენდის  მეორე სასტუმრო ყვარელში გაიხსნება

ლაშა პაპაშვილი წლებია ყვარელში საკუთარ ვენახს ფლობს, რომელიც 45 ჰექტარზეა განთავსებული და როგორც ბიზნესმენი განმარტავს, საერთაშორისო, პრემიუმ კლასის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, რაც ჰექტარზე მოსავლიანობითა და სხვადასხვა პარამეტრებით განისაზღვრება, ღვინოსაც, სწორედ იქ მოწეული მოსავლით ამზადებს.

შპს "ყვარლის მარანის" ღვინოები  მხოლოდ საქართველოში იყიდება, ეს არის პრემიუმ საფასო სეგმენტის პროდუქტი. კომპანია 4 სახეობის ღვინოს აწარმოებს: საფერავს,  რქაწითელს, ქისს და ხიხვს.

გამოგვყევით