ფინანსთა სამინისტრო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 385.4 მლნ ლარს გამოუყოფს. ამის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 12 ივნისით თარიღდება.
ყველაზე დიდი მოცულობით თანხა, 13 მილიონ ლარზე მეტი რუსთავის მუნიციპალიტეტში მიემართება. გამოყოფილი თანხების რაოდენობის მიხედვით, ხუთეულში გორი, საჩხერე, გარდაბანი და ზუგდიდია.
რაც შეეხება თანხების მიზნობრიობას - რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი მეტწილად 6 ქუჩის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს.
სხვადასხვა რეგიონის მიხედვით მიზნობრიობა განსხვავებულია, მათ შორის თანხების ნაწილი წყალმომარაგების პრობლემებსა და ინფრასტრუქტურის მშენებლობას უნდა მოხმარდეს.