logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

პრემიერი მესტიაში მაინერების ამოღებაზე - "უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება - ეს უნდა გამოსწორდეს"

პრემიერი მესტიაში მაინერების ამოღებაზე - "უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება - ეს უნდა გამოსწორდეს"

1780562357

მესტიაში ამოღებული იქნა უკვე დიდი ოდენობით მაინერები, რაც გულისხმობს იმას, რომ უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 133 მილიონი კილოვატ/საათია მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, როდესაც მსგავს მუნიციპალიტეტებში ორნიშნა მაჩვენებელსაც კი არ შეადგენს,  10%-ს არ აღემატება.

გაკეთდა განაცხადი გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით და პარალელურად, წარიმართება შესაბამისი პროცესები, რაშიც არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამოღებული იქნა უკვე დიდი ოდენობით მაინერები, რაც გულისხმობს იმას, რომ უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. თქვენ იცით, რა ციფრებზეა საუბარი. 133 მილიონი კილოვატ/საათია მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, როდესაც მსგავს მუნიციპალიტეტებში ორნიშნა მაჩვენებელსაც კი არ შეადგენს,  10%-ს არ აღემატება ელექტროენერგიის მოხმარება. დაახლოებით, უხეშად, 20 მილიონზე მეტი ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარება ხდება მაინინგის მიზნით. საბოლოო ჯამში, ეს აწვება თითოეულ მოქალაქეს, აისახება გადასახადზე, რომელსაც ადამიანი იხდის თბილისში, ქუთაისში  თუ ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში. ბუნებრივია, ეს უნდა გამოსწორდეს, ჩარჩოებში უნდა მოექცეს. ამას ემსახურება გამრიცხველიანების პროცესი და ის ზომები, რომლებსაც იღებს პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრო“, -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ცნობისთვის,  ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ 1-ელ ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. პრობლემის  აღმოსაფხვრელად, უახლოეს მომავალში მესტიაში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი გამო ვერ ხერხდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს.

გამოგვყევით