logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"სადაზღვევო ინდუსტრია იმ სტაბილურობას უბრუნდება, რომელიც მისთვის რადიკალურად მნიშვნელოვანია" - ლაშა ნიკოლაძე

სადაზღვევო ინდუსტრია იმ სტაბილურობას უბრუნდება, რომელიც მისთვის რადიკალურად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

მისივე შეფასებით, 2024 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, 2024 წელი სადაზღვევო კომპანიებისთვის, აშკარად უკეთესი წელი იყო, ვიდრე 2023 და 2022 წელი.

"წინა წლებში სადაზღვევო და წმინდა მოგების რადიკალურად მცირე მაჩვენებლები გვქონდა და იყო სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ზარალზე იყო. 2024 წლის 9 თვის მონაცემებით, მნიშვნელოვნად შეცვლილია ტენდენციები. პრაქტიკულად აღარ გვეყოლება ზარალზე მყოფი კომპანია და მოგების ჯამური რაოდენობაც მნიშვნელოვნად შეცვლილია. სადაზღვევო ინდუსტრია იმ სტაბილურობას უბრუნდება, რომელიც მისთვის რადიკალურად მნიშვნელოვანია.

აღნიშნულის განმაპირობებელი იყო ის ეკონომიკური ტურბულენტობა, რომელიც კოვიდს თან ახლდა. განსაკუთრებით, სამედიცინო დაზღვევაში რადიკალირად მცირე მოგებები იყო.

რაც შეეხება იმას თუ რატომ იზრდება ფასები. 2 ყველაზე დიდი სადაზღვევო სეგმენტი - სამედიცინო დაზღვევა და ავტო დაზღვევა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი სეგმენტია, მათი მოცვა მაინც არ არის იმდენი, რაც საყოველთაობასთან, ან 100%-თან ახლოს იქნება. თუ ვისაუბრებთ კერძო სადაზღვევო ინდუსტრიაზე -  აქ დაახლოებით, 750 000 ადამიანია გაწევრიანებული. ზრდის ტემპიც მნიშვნელოვნად შენელდა. გარდა ამისა, თუ ფარმაციას, ჰოსპიტალურ სეგმენტს საყოველთაო ჯანდაცვასა და კერძო სადაზღვევო ინდუსტრიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა არ იქნება ფასების ზრდა და ინფლაციური მოვლენები ყოველთვის იქნება", - აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.

გამოგვყევით