logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"სებ-მა სავალუტო რეზერვები იანვარ-აგვისტოს განმავლობაში, $1.5 მლრდ-ით შეავსო , რაც სარეკორდო მაჩვენებელია" - პრემიერი

"სებ-მა სავალუტო რეზერვები იანვარ-აგვისტოს განმავლობაში, $1.5 მლრდ-ით შეავსო , რაც სარეკორდო მაჩვენებელია" - პრემიერი

1758872678

იანვარ-აგვისტოს განმავლობაში 1,5 მილიარდი დოლარით შეავსო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა. ამ კუთხითაც იყო უარყოფითი პროგნოზები, დეკემბერ-იანვარში. ე.წ ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით. მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ სხვა მონაცემები გვაქვს და იანვრის შემდეგ 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით ლარის კურსი.

იანვარ-აგვისტოს განმავლობაში 1,5 მილიარდი დოლარით შეავსო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ჩვენს ისტორიაში. ამისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს ქალბატონ ნათია თურნავას. ეროვნული ბანკის გამართული მუშაობა არის საკვანძო მნიშვნელობის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოგვყევით