logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ჩინური წარმოების ავიალაინერმა პირველი საერთაშორისო ფრენა შეასრულა

ჩინური წარმოების ავიალაინერმა სინგაპურის მიმართულებით პირველი საერთაშორისო ფრენა შეასრულა.

ვიწროტანიანი C919 ჩინეთის კომერციული საჰაერო ხომალდის კორპორაციის“ (COMAC) მიერაა წარმოებული და ის ერთგვარ კონკურენციაშია Airbus-ისა და Boeing-ის სამგზავრო თვითმფრინავებთან.

ავიალაინერის პირველი მოგზაურობა ჩინეთის ტერიტორიის გარეთ 18 თებერვალს შედგა, სადაც მან სინგაპურის ავიაშოუში მიიღო მონაწილეობა.

სინგაპურის ეკონომიკური განვითარების საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის სინდი კოჰის თქმით, წელს პირველი წელია, როდესაც სინგაპურის საჰაერო შოუში ჩინეთი, როგორც ქვეყანა მონაწილეობს. ავიაშოუში მონაწილეობა მიიღეს ასევე, სამხრეთ კორეის, ინდოეთის და ინდონეზიის საჰაერო ძალების გუნდებმა.

C919-მა პირველი მატერიკული ფრენა დეკემბერში ჰონგ კონგში შეასრულა. თვითმფრინავი სერტიფიცირებულია მხოლოდ ჩინეთში, თუმცა, ჩინეთის საავიაციო ორგანომ გასულ თვეში განაცხადა, რომ წელს C919-ისთვის ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ვალიდაციას ელოდება და რომ ეს პროცესი 2018 წელს დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ Airbus და Boeing დღესდღეობით, წარმოების გაზრდისა და ახალ თვითმფრინავებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იბრძვიან. ამავდროულად, Boeing-ის წინაშე მთელი რიგი კრიზისებია. ახლა საავიაციო ინდუსტრია აკვირდება, თუ როგორ პოზიციონირებს ჩინური COMAC, როგორც სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა.

არსებული ინფორმაციით, COMAC მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში ათობით მილიარდი იუანის ინვესტიციას განახორციელებს C919-ის წარმოების შესაძლებლობების გასაფართოებლად.

გამოგვყევით