იტალიაში Airbnb-ის "თვითჩექინი” აიკრძალება, რაც ახალ კანონს უკავშირდება, რომელიც პოტენციურ ტერორიზმთან საბრძოლველადაა საჭირო. - წერს CNN-ი.
აღსანიშნავია, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც ქალაქი რომი ტურისტების დიდი ნაკადისთვის ემზადება, რაც 2025 წელს ვატიკანის საიუბილეო თარიღს უკავშირდება, ასევე 2026 წელს იტალია ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს კორტინაში მასპინძლობს, რის გამოც Airbnb-ი და სხვა გაქირავების სხვა მსგავსი პლატფორმები უკვე დაჯავშნილია.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ნაბიჯს მიესალმებიან და ამბობენ, რომ რადგან პოპულარული სამოგზაურო დანიშნულებები ტურისტებითაა გადატვირთული, სამართალდამცავი ოფიცრები უნდა განლაგდნენ ლოკაციებზე, რათა ობიექტებზე უზრუნველყონ გასაღების ყუთებისა და თვით “ჩექინის” პროცესი.
იტალიის კანონმდებლობის გამკაცრების საფუძველზე, ყველა გამქირავებელი ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში უნდა დარეგისტრირდეს.
შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილებას საშიში ადამიანების, კრიმინალურ ან ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებულთა შესაძლო განთავსებასთან დაკავშირებით.აღნიშნულის შესახებ ნათქვამია აკრძალვის შესახებ ცირკულარში.