logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ფიჩორის მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ფიჩორის მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

1780914659

შპს „საქართველოს მელიორაცია“, რეგიონებში საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

ამ ეტაპზე სოფელ ნიგოითში 73 ჰექტარ  მიწის ფართობზე მდებარე ფიჩორის მაგისტრალური და შემკრები არხების ცალკეული, ყველაზე მეტად ამორტიზებული მონაკვეთები წესრიგდება. გეგმის მიხედვით, 1500-მეტრიანი მონაკვეთი სრულად უნდა გაიწმინდოს დაგროვილი ნატანი მასისგან და ბუჩქნარისგან.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელ ნიგოითის  აგრარულ პოტენციალს, კერძოდ, ხელს შეუწყობს ჭარბი წყლის დროულ და შეუფერხებელ გატანას, ნიადაგის დაჭაობების პროცესის პრევენციას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის  სასოფლო-სამეურნეო  საქმიანობისთვის სტაბილური პირობების შექმნას.

გამოგვყევით