მომავალ წელს, საქართველოში ნუშის მოსავლის რეკორდულ ზრდას ელიან.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ნიკო ნიკოლაძემ განუცხადა, 2027 წლის სეზონზე, ქვეყანაში ნუშის მოსავალი, დაახლოებით, 70%-ით გაიზრდება.
„პოზიტიურ მოლოდინს ნუშის ახალი ბაღები აჩენს, რომლებიც უკვე მსხმოიარობაში შედიან. რაც შეეხება ძველ ბაღებს, ველოდებით, რომ მომდევნო სეზონზე, ისინი კიდევ უფრო მეტ მოსავალს მოგვცემენ. გარდა ამისა, მზარდია ამ სექტორში ჩართული კვალიფიციური სპეციალისტებიც რაოდენობაც, რაც ასევე დადებითად აისახება ნუშის მოსავლიანობაზე“, - აღნიშნა ნიკო ნიკოლაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, საქართველოში ნუშის ბაღები 3000 ჰექტარზეა გაშენებული, თუმცა აქ შედის როგორც კარგი, ისე საშუალო და ცუდი ბაღები.
რაც შეეხება მიმდინარე წლის მოლოდინებს, ნუშის მოსავლის აღების პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია შესული. ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ელოდება, რომ წელს ქვეყანა 4000 ტონაზე მეტ მოსავალს მიიღებს, საუბარია გაუტეხელ ნუშზე.