logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

კომპანიამ GEPHERRINI თბილისში ახალი საწარმოს გახსნის პროექტი დააპაუზა

კომპანიამ GEPHERRINI  თბილისში ახალი საწარმოს გახსნა, რომელიც 2025 წელს იგეგმებოდა, დააპაუზა, - ამის შესახებ ტყავის აქსესუარების კომპანია Gepherrini-ის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია. 

"საწარმოს გახსნის პროექტი ჯერჯერობით დაპაუზებული გვაქვს და მასზე მუშაობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დასტაბილურების შემდეგ განახლდება. გარდა ამისა, დავაპაუზეთ ქამრებისა და შარფების წარმოება. ადგილობრივ ბაზარზე,  ყველა მიმართულებაში გაყიდვები დაახლოებით 30%-ით შემცირებულია", - აცხადებს ილია გეფერიძე.

გარდა ამისა, მიუხედავად დაპაუზებული პროექტებისა, კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ სექტემბერში, თბილისში Gepherrini-ი 2 ახალ ფილიალს დაამატებს.

"აღნიშნული პროექტის ინვესტიცია დაახლოებით, 100 000 დოლარი იქნება. ფილიალების ლოკაცია აღმაშენებლის გამზირი, ჭავჭავაძე, ან ლესელიძის ქუჩა იქნება. ჯერჯერობით მოძიების ეტაპზე ვართ", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, GEPHERRINI ქართული ბრენდია, რომელიც ჩანთებსს, საფულეებს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს აწარმოებს. კომპანია ექსპორტზე ჯამში 13 ქვეყანაში გადის.

გამოგვყევით