logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მეწარმეთა შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, ბიზნესს სუბიექტებმა ხელახალი რეგისტრაცია 2026 წლის 1 აპრილამდე უნდა გაიარონ

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, ქრისტინე კუპრავას ინფორმაციით, "მეწარმეთა შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილებებით, ბიზნესსუბიექტებს ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება 2026 წლის 1 აპრილამდე  აქვთ.

როგორც ქრისტინე კუპრავა გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ახალი კანონი ქვეყანაში ინვესტიციებს მოიზიდავს.

"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხელახალი რეგისტრაციის გავლის ვალდებულება დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს რომ თითოეული სუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემები კანონთან უნდა იყოს შესაბამისობაში. ახალი კანონი ევროდირექტივებთან შესაბამისობაშია, ევროპულ კანონმდებლობასთან საკორპორაციო სამართლის სფეროში ახლოს დგას.  მივაღწიეთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბიზნესს სუბიექტებს განჭვრეტადი წარმოდგენა აქვთ, თუ როგორია საქართველოში საკანონმდებლო მოწესრიგება, რაც თავისთავად ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით დადებითად აისახება", - აცხადებს სექტორის წარმომადგენელი.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ახალი კანონის შესახებ დეტალურად საუბრობს და აღნიშნავს, ყველა ბიზნესს სუბიექტი, რომელიც 2022 წლის პირველ იანვრამდე დარეგისტრირდა, ვალდებულია ხელახალი რეგისტრაცია გაიაროს.

"აღნიშნული ვალდებულება ეხება: შპს-ს, სპს-ს, სააქციო საზოგადოებას, კომანდიტურ საზოგადოებას, კოოპერატივს და უცხო საწარმოს ფილიალებს. ინდივიდუალურ მეწარმეებს მსგავსი ვალდებულება არ გააჩნიათ. მხოლოდ და მხოლოდ, ჩამოთვლილი 6 სუბიექტს აქვს ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება - 2026 წლის პირველ აპრილამდე", - განაცხადა ქრისტინე კუპრავამ. 

ცნობისთვის, მეწარმეთა შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით ბიზნესსუბიექტებს 2026 წლის 1 აპრილამდე ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ. ამასთან, ვინც რეგისტრაციას არ გაივლის წვდომა ფინანსურ რესურსებსა და ქონებაზე შეეზღუდებათ.

გამოგვყევით