logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

აქტივირებული ნახშირი - მედიკამენტის ისტორია

აქტივირებული ნახშირი - მედიკამენტის ისტორია

1749648562

საუკუნეების განმავლობაში აქტივირებულ ნახშირს იყენებდნენ როგორ მოწამვლის ანტიდოტს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში იგი კოსმეტიკურ ინდუსტრიებშიც გახდა პოპულარული და ამ სფეროს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ნახშირის შემცველ პროდუქტებს შეუძლია აკნეს, ქერტლისა და სხვა მდგომარეობების მკურნალობა. თუმცა კლინიკური მტკიცებულებები არ ადასტურებს ამ მოცემულობებს. მნიშვნელოვანია, პაციენტებმა იცოდნენ, რომ ექიმთან კონსულტაციითა და კონკრეტული ჩვენებების დროს აქტივირებული ნახშირის მიღება უსაფრთხოა, მაგრამ არ არის დადასტურებული მისი ეფექტიანობა ექსპოლიაციასა და ასაკის საწინააღმდეგო მიზნებისთვის.

ნახშირის გამოყენების ისტორია მედიცინაში

ძველი ბერძენი ისტორიკოსი — ჰეროდოტე გვაწვდის მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ კაცობრიობა ნახშირს ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტური ცივილიზაციების პერიოდში იყენებდა. თავდაპირველად იგი გამოიყენებოდა როგორც მეტალის, ან საკვების მოსამზადებელი მასალა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ძველ ეგვიპტეში ნახშირს ასევე იყენებდნენ ბრინჯაოს შესაქმნელად, წყლის გასაწმენდად, ასევე  ჭრილობებისთვის, ინფექციის სამკურნალოდ და ნაწლავის პრობლემების სამკურნალოდ. ჰიპოკრატეს დროიდან კი, ძველ საბერძნეთში ნახშირს იყენებდნენ როგორც კბილების საწმენდ საშუალებად.

1770-იან წლებში, შვედმა ქიმიკოსმა - კარლ ვილჰელმ შელემ აღმოაჩინა ნახშირბადისგან მიღებული მასალების შთანთქმის ძალა. 1800-იან წლებში ოფიციალურად აღმოაჩინეს გააქტიურებული ნახშირის პროცესი. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ფრანგი ქიმიკოსის, მიშელ ბერტრანის ექსპერიმენტი. ბერტრანმა დარიშხანის ტრიოქსიდი მიიღო, თუმცა ნახშირის მიღების შედეგად გადარჩა. ამგვარი დემონსტრაციით ფრანგმა ქიმიკოსმა აქტივირებული ნახშირის, როგორც მოწამვლის ანტიდოტის, ეფექტიანობა დაამტკიცა.  პირველი მსოფლიო ომის დროს აქტივირებულ ნახშირს იყენებდნენ იმ ჯარისკაცების პროფილაქტიკისთვის, რომლებიც გაზით იწამლებოდნენ. აქტივირებული ნახშირის უნარმა რომ შთანთქოს ტოქსინები, იგი მნიშვნელოვან სამკურნალო საშუალებად გახადა ამ პერიოდში.

დღეს ნახშირს უკვე კვებითი მოწამვლის, შებერილობის, დისპესიის — საჭმლის მონელების დარღვევების დროს იყენებენ. მედიკამენტი ხელმისაწვდომია პსპ-ს სააფთიაქო ქსელში. თუმცა სანამ მედიკამენტის მიღებას გადაწყვეტთ მნიშვნელოვანია კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან გაიაროთ. რადგანაც, მაგალითად აბსორბაციული თვისებების გამო, ნახშირმა შესაძლოა შეამციროს სხვა მედიკამენტების მოქმედების ეფექტიანობა. ამიტომ იყავით ყურადღებით მედიკამენტის ანოტაციასთან და ექიმის დანიშნულებასთან.

ნახშირის გამოყენება კოსმეტიკაში

ბოლო წლების განმავლობაში აქტივირებული ნახშირი პოპულარული გახდა სილამაზისა და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში. მაგალითად ბაზარზე შეგხვდებათ სახის ნიღბები, გამწმენდნები, თმის მოვლის საშუალებები, კბილის პასტები და სხვა საშუალებები, რომლებიც სწორედ აქტივირებულ ნახშირს შეიცავს.

თუმცა მიუხედავად ბაზარზე ხელმისაწვდომობისა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შეზღუდულია იმ სამეცნიერო ნაშრომების და მტკიცებულებების რაოდენობა, რაც აქტივირებული ნახშირის ამ მიმართულების გამოყენებას შეეხება.

ამიტომ ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, დერმატოლოგთან და კბილის ექიმთან, სანამ კონკრეტული პროდუქტის გამოყენებას გადაწყვეტთ, განსაკუთრებით მაშინ თუკი თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კანი, ან ჯანმრთელობის კონკრეტული მდგომარეობა.

გამოგვყევით