logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"სარფის" მებაჟე ოფიცრებმა მალულად განთავსებული არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

"სარფის" მებაჟე ოფიცრებმა მალულად განთავსებული არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

1780570567

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქის, მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 409 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევი მოქალაქე უაქციზო სიგარეტის შემოტანას მიკროავტობუსის სხვადასხვა ადგილას წინასწარ მოწყობილი სამალავებით შეეცადა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

გამოგვყევით