logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მთელი ქვეყნის  მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს" - სეს-ი

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ნიკოლოზ მესხის ინფორმაციით, მავნებელი ორგანიზმების წინააღმდეგ მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში უკვე დაიწყო.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ნიკოლოზ მესხი აღნიშნავს, ამჟამად ფაროსანას გავრცელების კონკრეტული არეალი უნდა დადგინდეს და შესაბამისი სამუშაოები ჩატარდეს.

სექტორის წარმომადგენლის განმარტებით, აზიური ფაროსანა ინვაზიური მავნებელია, რომელსაც 300-ზე მეტი მცენარის დაზიანება შეუძლია. განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ხეხილოვანი, მარცვლოვანი კულტურებისთვის.

"სურსათის ეროვნული სააგენტო, როგორც მცენარეთა დაცვის ეროვნული ორგანიზაცია მცენარეთა განსაკუთრებით საშიში მავნებელი ორგანიზმების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს. მაგალითად ესენია: აზიური ფაროსანა, კალიები და ა.შ. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მთელი ქვეყნის  მასშტაბით აქტიურად ხორციელდება. მონიტორინგის პროცესი უკვე დაწყებულია, რადგან მავნებლის გავრცელების კონკრეტული არეალი დადგინდეს და სამუშაოები დროულად ჩატარდეს. ის გავრცელებულია, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. 

მავნებელი ტემპერატურის მატებასთან ერთად აპრილის თვის შემდეგ აქტიურდება და ოქტომბრამდე საშიშია. აღნიშნული პერიოდში ღია სივრცეში ველზე იმყოფება, შესაბამისად, მცენარეულ საფარს საფრთხეს უქმნის.  მონიტორინგის პროცესი უკვე დაიწყო და აქტიურად ხორციელდება, 4 000-ს ერთეულამდე ფერომონი (სპეციალური დამჭერები) სხვადასხვა ადგილებში განვათავსეთ და სპეციალისტები მავნებლის გავრცელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებიან. ამასთან, ფერმერებს აქტიურად ვხვდებით და საჭირო ინფორმაციას ვაწვდით. ამ ეტაპზე, ჩატარებული 500-ზე მეტი შეხვედრა გვაქვს, სადაც 2 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა", - აღნიშნავს ნიკოლოზ მესხი.

გამოგვყევით