logo
Loading data...

Rakuten Viber-ის არხები: მნიშვნელოვანი ფუნქციები

Rakuten Viber-ის არხები: მნიშვნელოვანი ფუნქციები

1712832677

დღეს, ბლოგების შექმნა და მართვა შესაძლებელია არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში, არამედ მესენჯერებშიც. საკომუნიკაციო პლატფორმები მომხმარებლებისთვის ამ ფუნქციასაც მარტივად უზრუნველყოფენ. უკვე დიდი ხანია, რაც საკომუნიკაციო აპლიკაციებში „არხები“ დიდი პოპულარობით სარგებლობენ. დაინტერესებული მომხმარებლები არხებში ეცნობიან ახალ ამბებს, მიჰყვებიან  ბლოგერებსა და ბრენდებს, ან იღებენ სასარგებლო და საინტერესო კონტენტს მათთვის მოსახერხებელ პლატფორმაზე. მთავარი უპირატესობა, რაც არხებს აქვთ ისაა, რომ ის ყოველთვის მომხმარებლის ხელთაა, რადგან სამიზნე აუდიტორია არხების გარეშეც დიდ დროს უთმობს აპლიკაციას. Rakuten Viber ერთ-ერთია იმ მესენჯერებიდან, სადაც არხები მრავალ სასარგებლო თუ საინტერესო ფუნქციებს სთავაზობენ მომხმარებლებს.

არხები საშუალებას გაძლევთ მარტივად მიაღწიოთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო აუდიტორიებს. Rakuten Viber-ში არხი შეიძლება გამოიყენოთ ბიზნეს მიზნების მისაღწევად - დიდ აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ. თუმცა, არხი საინტერესოა ექსპერტების, ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის - გამოცდილების გასაზიარებლად და პერსონალური ბრენდის შესაქმნელად. უპირველეს ყოვლისა, ის საინტერესოა მესენჯერის მომხმარებლებისთვის - საინტერესო, შესაბამისი და ექსკლუზიური შინაარსის მისაღებად.

რა არის Rakuten Viber-ის არხები და ვის დასჭირდება ისინი?

Rakuten Viber-ის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შექმნას და განავითაროს საკუთარი არხი.

გამოწერილი არხების რაოდენობა კი, შეუზღუდავია: ყველას შეუძლია იპოვოს და გამოიწეროს საჯარო არხი. სუპერ ადმინისტრატორები და ადმინისტრატორები პასუხისმგებელნი არიან არხის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. მათ შეუძლიათ სხვადასხვა ფორმატის შინაარსის გამოქვეყნება და აუდიტორიასთან სხვადასხვა გზით ურთიერთობა.

არხებს აქვთ ფუნქციების ფართო სპექტრი. ავტორებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ ტექსტი, ასევე ვიზუალური მასალა, დაამატონ სტიკერები და GIF-ები. თქვენ, ასევე შეგიძლიათ გააზიაროთ ხმოვანი შეტყობინებები ან გააგზავნოთ ორიგინალური ვიდეო შეტყობინებები, ჩაატაროთ გამოკითხვები და ვიქტორინები აუდიტორიისთვის.

არხების მნიშვნელოვანი მახასიათებელია უსაფრთხოება. არხის წევრების ჩამონათვალი დაფარულია და ხელმისაწვდომია მხოლოდ ადმინისტრატორებისა და სუპერ ადმინისტრატორებისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ მხოლოდ არხის წევრების საერთო რაოდენობა. ასე მომხმარებლებს შეუძლიათ შეინარჩუნონ კონფიდენციალურობა.

როგორ შევქმნათ არხი Rakuten Viber-ში?

ამის გაკეთება ძალიან მარტივია - მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებაა საჭირო. ამისათვის თქვენ უნდა გახსნათ Rakuten Viber-ის ჩატის ეკრანი თქვენს მობილურ ტელეფონზე, დააჭიროთ ახალი საუბრის ღილაკს და ზედა მენიუში აირჩიოთ Create channel, ანუ „არხის შექმნა“. შეიყვანეთ მონაცემები, რომლებიც გსურთ გამოჩნდეს თქვენს არხზე: სახელი, აღწერა, ფოტო და ა.შ. სულ ესაა - არხი შექმნილია! თქვენ ავტომატურად ხდებით მისი სუპერ ადმინისტრატორი და, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაამატოთ სხვა ადმინისტრატორები არხის სამართავად. თუ არხის პერსონალიზაცია გსურთ, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ არხისთვის თემატური ფონი.

არხის კონტენტი

არხზე კონტენტს აქვეყნებს ადმინისტრატორი ან სუპერ ადმინისტრატორი. Rakuten Viber-ის არხზე შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ არა მხოლოდ ტექსტური ინფორმაცია და დაურთოთ ფოტო და ვიდეო მასალა, არამედ გამოიყენოთ სტიკერები, ჩაატაროთ სხვადასხვა სახალისო გამოკითხვები და კონკურსები. უბრალოდ გამოიყენეთ Rakuten Viber-ში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ინტერაქტიური ფუნქცია - GIF-ები, AR-ლინზები და დაამატეთ ბმულები ვიდეოებზე. თანაც, შეგიძლიათ შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ პოსტები და მოგვიანებით განთავსების ფუნქციის გამოყენებით, განათავსოთ გეგმით გათვალისწინებულ დროს. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაარედაქტიროთ პოსტი მისი გამოქვეყნების შემდეგ, დააფორმატოთ ტექსტი, დაამატოთ სასურველი ემოჯი და უბრალოდ შეცვალოთ ფონტი -  emoji-ს, მკვეთრი ან დახრილი ფონტის გამოყენებით.

არხში გამოქვეყნებულ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე ყურადღების მისაქცევად, ადმინისტრატორებს შეუძლიათ შერჩეული პოსტების ჩამაგრება ჩატის ზედა ნაწილში, რათა მათ ძებნაში, მომხმარებელმა დრო არ დაკარგოს. აქვე, აღსანიშნავია, რომ არხის მიმდევრებს საშუალება აქვთ ერთი დაწკაპუნებით, მესენჯერის დატოვების გარეშე თარგმნონ ნებისმიერი პოსტი 36 განსხვავებულ ენაზე.

აუდიტორიასთან ურთიერთობა

არხის მომხმარებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ თავიანთი შთაბეჭდილება პოსტებზე რეაგირებით, კომენტარებითა და გამოხმაურებებით. თქვენ, ასევე შეგიძლიათ არხში დაამატოთ აუდიტორიასთან ურთიერთობის სხვადასხვა ელემენტები: ჩაატაროთ გამოკითხვები მიმდინარე თემებზე, დაგეგმოთ სახალისო ტესტები და ვიქტორინები. ეს აქტივობები ხელს შეუწყობს აუდიტორიის ლოიალობისა და ჩართულობის გაზრდას. თანაც, ამის გაკეთება ძალიან ადვილია.

არხებში სუპერ ადმინისტრატორებს და ადმინისტრატორებს ასევე შეუძლიათ გააქტიურონ ფუნქცია „Allow Members to contact you“ და გამომწერებისგან მიიღონ შეტყობინებები. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში, დამალული იქნება როგორც მომხმარებლების, ასევე, ადმინისტრატორების ტელეფონის ნომრები.

ამას გარდა, შესაძლებელია არხში კომენტარების ფუნქციის გააქტიურებაც. კომენტარების დატოვებისას, მომხმარებლებს შეუძლიათ თითოეული პოსტის ქვეშ გაცვალონ მოსაზრებები და განიხილონ ის სხვა გამომწერებთან. ეს პარამეტრი შეიძლება ჩაირთოს ან გამოირთოს არხის ადმინისტრატორის შეხედულებისამებრ. დამატებით, ასევე კომენტარების ჩართვა/გამორთვა შესაძლებელია არხზე კონკრეტული პოსტის შემთხვევაშიც.

ანალიტიკა

აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია მათი ინტერესებისა და პრეფერენციების გაგება. Viber-ის არხები გთავაზობთ მოწინავე ანალიტიკას, რომლის დახმარებით, სუპერ ადმინისტრატორებს შეუძლიათ გააანალიზონ მომხმარებლის დემოგრაფიული მონაცემები (დემოგრაფიული მონაცემები ხელმისაწვდომია იმ არხებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 1 000 გამომწერი). ასევე, გაანალიზონ მათი ჩართულობა და რეაქციების მიხედვით გაიგონ, თუ რა ტიპის კონტენტი აინტერესებთ მათ ყველაზე მეტად.

ადმინისტრატორებს აქვთ წვდომა არხების პოსტების ანალიტიკაზე. ასე რომ, ნებისმიერ პოსტზე დაწკაპუნებით და „Info“ არჩევით შეგიძლიათ ნახოთ უნიკალური ნახვების რაოდენობა, ლინკზე დაწკაპუნებების, გაზიარებების, მოწონებების და რეაქციების რაოდენობები.

შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ Rakuten Viber-ის არხები მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან კონტენტთან წვდომასა და ჩართულობის შესაძლებლობას ერთ მოსახერხებელ სივრცეში. პირადი ინტერესების თუ ბიზნეს მიზნების მისაღწევად, არხები გვთავაზობენ უწყვეტ და ინტერაქტიურ პლატფორმას, რათა მუდამ იყოთ კავშირზე და იყოთ ინფორმირებული.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით